BBC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტერორისტის ისმაილ მოსტეფეს გარემოცვიდან 6 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის ტერორისტის ძმა და მამა არიან. ბრიტანული მედიის თანახმად, მსგავსი საქმეების გამოძიების დროს ნათესავების დაკავება ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
საფრანგეთის პოლიციამ ასევე ტეროტისტების მანქანა პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში იპოვა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალეს ცნობით, 129 დაღუპულიდან 103 უკვე ინდენტიფიცირებულია.
13 ნოემბრის ტერაქტებს საფრანგეთში 129 ადამიანი ემსხვერპლა 350 კი დაშავდა.