ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როგორ მოიქცეოდა ამ პირობებში პასუხისმგებლიანი, საკუთარ სიმართლესა და ძალებში დარწმუნებული ხელისუფალი?” – ხუხაშვილი სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

“მეტრონომი” პოლიტოლოგის “ფეისბუქ” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“როგორ მოიქცეოდა ამ პირობებში პასუხისმგებლიანი, საკუთარ სიმართლესა და ძალებში დარწმუნებული ხელისუფალი?

შეთავაზებდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლას, იქ საგამოძიებო კომისიის შექმნას არჩევნებთან დაკავშირებით. თუ კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთებოდა ისეთი და იმ მოცულობის დარღვევები, რამაც არსებითად დაამახინჯა შედეგები, მაშინ დათანხმდებოდა რიგგარეშე არჩევნებზე.
ქილიკი და 52% (მათივე დათვლით) ამომრჩევლისთვის ნაცის ძახება ადვილია, მაგრამ ცუდად მთავრდება…” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ღობის გარღვევას ცდილობენ. ისინი პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, სამართალდამცველები კი ხალხის წინააღმდეგ ძალას და წყლის ჭავლს იყენებენ.

ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

იტვირთბა....