“ერთი ვიცით, ამ პარლამენტის შეკრებას იმ სამარცხვინო შედეგებზე დაყრდნობით რადაც გვატენიან. მე აქ იმიტომ კი არ ვდგავარ, რომ გამარჯვებული მხარე ავირჩიე. მე არ ვარ დარწმუნებული თუ გავიმარჯვებთ. არ მაინტერესებს, მე თქვენთან ერთად დამარცხება მირჩევნია, ბიძინასთან ერთად გამარჯვებას. ასი ცხოვრება რომ მქონდეს, ასივეს აქ გავატარებდი, ასივეს. არაფერი არ გვინდა ჩვენ, სიმართლის გარდა. არ დავნებდებით.”
მიშა მშვილდაძე – ტელეწამყვანი, “ანტისაოკუპაციო” აქციების ერთ-ერთი ორგანიზარტორი.
ამის შესახებ მან დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.
ადგილზე მუშაობს “მეტრონომის ” რეპორტიორი, რომელიც ოპერატიულ რეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის შესახებ.
ფოტო: “მეტრონომი”