ორ მოქალაქესთან, რომლებიც პარიზში იმყოფებოდნენ დაკავშირება მოხერხდა. საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონემ ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.
ელჩის ინფორმაციით, 4 პიროვნებიდან, რომლებიც გუშინ იძებნებოდნენ, ორს გუშინვე დაუკავშირდნენ, დღეს კი დანარჩენ ორსაც მიაკვლიეს.
„ისინი კარგად და უსაფრთხოდ არიან“ – განაცხადა ელჩმა.
საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია გუშინ საელჩომ გაავრცელა. მათთან 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.