ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 50,278,656-ს შეადგენს. – ამის შესახებ ინფორმაციას Worldometers-ის ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული ვებ-გვერდის ინფორმაციით ინფიცირების კუთხით ისევ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. დღეის მდგომარეობით აშშ-ში კორონავირუსის 10,182,977 შემთხვევაა გამოლენინი.

კორონავირუსით ინფიცირების კუთხით კი მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს. ინდოეთში ბოლო მონაცემების მიხედვით კოვიდ-19-ით 8,507,754 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია, სადაც  5,653,561 კოვიდინფიცირებულია გამოვლენინი.

კორონავირუსის ინფიცირების სტატისტიკა მსოფლიო ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

რუსეთში – 1,5 მილიონზე მეტი შემთხვევაა  – 1,753,836

საფრანგეთში -1,748,705.

ესპანეთში – 1,388,411,

არგენტინაში -1,236,851,

დიდ ბრიტანეთსა – 1,171,441.

და კოლუმბიაში -1,136,447.

ამასთან, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,256,558 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 35,556,537 გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....