ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირისის ინფიცირებისგან 34 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირისის ინფიცირებისგან 34 ადამიანი გარდაიცვალა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნი ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირებისგან თბილისში 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ხოლო კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

აჭარაში – 7.

იმერეთში – 8.

შიდა ქართლში – 3

ქვემო ქართლში – 1

კახეთში – 1 ადამიანი.

ცნობისთვის, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე  475 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.

შეგახსებებთ, რომ ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირებისგან 2 799  ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასული დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებისგან 34 ადამიანი გარდაიცვალა.ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 680. 4 691.საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 964 ადამიანი.

იტვირთბა....