ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნის ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირებისგან 2 799  ადამიანი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში კოვიდ 19-ისგან  42 572-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, გასული დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებისგან 34 ადამიანი გარდაიცვალა. ასევე,  საერთო ჯამში, ქვეყანაში,  კორონავირუსის ინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობა  475 შეადგინა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 680. 4 691.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 964 ადამიანი.

იტვირთბა....