”ყველამ ვიცით, რატომ ჩქარობს ჯო ბაიდენი თვალთმაქცურად გამარჯვებულად მოგვაჩვენოს თავი და რატომ ცდილობენ მისი მედია მოკავშირეები მის დახმარებას: მათ არ სურთ სიმართლე გაამჟღავნონ. მარტივი ფაქტია, რომ ამ არჩევნების დასრულებამდე შორია.”
დონალდ ტრამპი – აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი საარჩევნო შტაბი მომავალი კვირიდან აშშ-ის არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას დაიწყებს.
დემოკრატი ჯო ბაიდენი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოცხადდა.პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიის ხმების უმრავლესობა – სულ ცოტა, 270 ხმა სჭირდება, ჯო ბაიდენმა კი 284 ხმა დააგროვა და გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.