მთავარი ციტატა

“მეოთხე დღე იყო, გაგვიკვირდა, როგორ გაბედე მოსვლა-მეთქი”- რა მისამართზე იმყოფებოდა ბადრი ესებუა თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ

“მეოთხე დღე იყო, გაგვიკვირდა, ნუთუ აქ ასე ახლოს როგორ გაბედე მოსვლა-თქო. როცა შემოვიდა, ვკითხე, აფორიაქებული, ანერვიულებული რატომ შემოხვედი-მეთქი, მეგობრის სახლში ვიყავი და ძალიან გადავიღალეო.”

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას ნათესავი, რომელიც ტვ “პირველთან” აცხადებს, რომ ესებუა მომხდარიდან მეოთხე დღეს მათ სახლში იმყოფებოდა.

 თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა. ცნობილი ხდება, რომ ბადრი ესებუა ტავდასხმიდან მეოთხე დღეს მისი დეიდის სახლში მივიდა, რომელიც ზუგდიდში, ზაქარაიას ქუჩაზე მდებარეობს. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სმაინისტრომ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე” თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. უწყებამ ბადრი ესებუას ფოტოც გაავრცელა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად მძევლები აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

 

 

იტვირთბა....