ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ზუგდიდში, დეიდის სახლში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას TV “პირველი” ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, იმ ფაქტს, რომ თავდასხმის შემდეგ ესებუა ნათესავთან იმყოფებოდა, თავად მისი დეიდაშვილი და მეზობლებიც ადასტურებენ.
“როცა ბადრი ესებუა დეიდის სახლში ლოგინზე წამოწოლილი უყურებდა ახალ ამბებს, ზუსტად იმ დღეს, შსს-მ გაავრცელა განცხადება და დაადასტურა, რომ უწყებას იდენტიფიცირებული ჰყავდა თავდამსხმელი<,”- აცხადებს ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი.
როგორც ესებუას დეიდა ამბობს, მოულოდნელად გამოჩნდა მისი ძმა, რომელიც, ასევე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.
როგორც ირკვევა, ძმამ ბადრი ესებუას რაღაც ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა დეიდის სახლი დატოვა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სმაინისტრომ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე” თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. უწყებამ ბადრი ესებუას ფოტოც გაავრცელა.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად მძევლები აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.