ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერთ-ერთი ტერორისტის ვინაობა ცნობილია

საფრანგეთის სამართალდამცავებმა ტერაქტის ერთ-ერთი შემსრულებლის ვინაობა დაადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ  BBC ავრცელებს.

29 წლის ომარ ისმაილ მოსტეფე საფრანგეთის მოქალაქე, წარსულში ნასამართლევი იყო. გამოძიების ინფომაციით, მან თავი ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში აიფეთქა.

პარიზში 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.  შეგახსენებთ, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“  პოზიციებს უკვე წელიწადზე მეტია, აშშ-ს ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიცია ბომბავს.

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა  მანუელ ვალემ განაცხადა, რომ ქვეყანა კვლავაც გააგრძელებს ავიაიერიშების განხორციელებას „ისლამურ სახელმწიფოზე“  სირიაში.

ბოლო მონაცემებით, პარიზის ტერაქტების დროს 129 ადამიანი დაიღუპა,  352  კი დაშავდა, აქედან 99 -ის მდგომარეობა  მძიმეა.

 

 

იტვირთბა....