ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ახლობელმა ზაალ ზაალიშვილმა გამომძიებლებს ჩვენება უკვე მისცა და მან, სავარაუდოდ, ინფორმაცია, ზეწოლის ფაქტზე მიაწოდა ინფორმაცია.
ამასთან, როგორც გარდაცვლილს ახლობელმა ჟურნალისტებთან განაცადა, ენმ-ის აქტივისტები თედო გობეჯიშვილის შეხვდნენ და თანხის სანაცვლოდ თანამდებობის დატოვება შესთავაზეს, უარის მიღების გამო კი ისინი დაემუქრნენ.
“გუშინ დამირეკა იქნებოდა 6 საათი იყო აღელვებული, მთხოვა პირადად შეხვედრა, უნდოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაეზიარებინა. შევხვდით მე და თედორე ერთმანეთს, მითხრა, რომ მას დაუკავშირდნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე და სთხოვეს მას შეხვედრა, მათთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა თედოს და უარი არ უთქვამს. შეხვდნენ და შედგა შემდეგი საუბარი, მათ უთხრეს, რომ ვანო ბურდულთან მიაღწიეს შეთანხმებას და მან დატოვა ცესკო და შენც თუ ხმაურით წამოხვალ თანამდებობიდან 50 ათას აშშ დოლარს შემოგთავაზებთო, რაზეც მათ მიიღეს კატეგორიული უარი და გადავიდნენ მუქარაზე, ენმ მოდის ხელისუფლებაში და რომ დაგაპატიმრებენ მეგობრები კი ვართ მაგრამ ვეღარაფრით გიშველითო,” – აცხადებს ზაალ ზაალიშვილი.
“ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ ისნის საულქო კომისიის თავჯდომარე, თედო გობეჯიშვილი “ნაცმოძრაობის” აქტივისტების მუქარისა და ზეწოლის შემდეგ გარდაიცვალა.