ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ მონა არ ხარ – ხვალ, 15.00-ზე, რუსთაველზე მოდი” – ზურა ჯაფარიძე მთავრობის მიერ შემღებული შეზღუდვებს ეხმაურება

“ვინც მონა არ არის, ხვალ, 8 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე უნდა მივიდეს,” – ასე ეხმაურება “გირჩის” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მთავრობის მიერ შემღებული წერტილოვანი შეზღუდვების საკითხს.

აღნიშნული განცხადება მან სოციალურ ქსელში ცოტახნის წინ გააკეთა.

„ქვეყანა ჭაობშია და სრული უპერსპექტივობის განცდაა

რომ მოგინდეს, ქვეყნიდან არ გიშვებენ

ორშაბათიდან, სახლიდანაც აღარ გიშვებენ

თუ აპროტესტებ ამ რეალობას, გაჯარიმებენ/გიჭერენ

თუ ძალიან აპროტესტებ, რეზინის ტყვიებს გესვრიან

თუ არჩევნებით ცდილობ ამ რეალობის შეცვლას – დიდ ფულს გახვედრებენ, ნაწილს შენთვისვე წართმეულს

დიდი ფული თუ არ ეყოთ – გიყალბებენ​

ამაზე თუ რეაქცია არ გაქვს, მონა ხარ

თუ მონა არ ხარ – ხვალ, 15.00-ზე, რუსთაველზე (მიუხედავად ყველაფრისა)

ასე მარტივად ვუყურებ მე.” – წერს ზურა ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან 22:00 საათიდან 05:00-მდე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება იკრძალება.

ასევე,  ვეცე-პრემიერის დღევანდელი განცხადებით იზღუდება მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაც.

ცნობისთვის, ხვალ, 8 ნოემბერს ოპოზიცია პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავს. 

იტვირთბა....