aviabiletebi
მთავარი ციტატა

“2011 წელს ციდან წმინდა ბიძინა რომ არ ჩამოფრენილიყო, ოპოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობდა”- გია ნოდია

“რა მოუტანა 2008 წლის ოპოზიციას პარლამენტში არშესვლამ? არაფერი შემდგომი მარგინალიზაციის გარდა. 2011 წელს ციდან წმინდა ბიძინა რომ არ ჩამოფრენილიყო, ოპოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობდა…  საუბრობენ ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე. ის ნამდვილად საჭიროა, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტის იდეასთან მიმართებით მას მნიშვნელობა არა აქვს: პარლამენტში ყველა ოპოზიციური პარტია შევა, არცერთი თუ ზოგიერთი, პარლამენტი მაინც ერთნაირად უფლებამოსილი იქნება.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი, გია ნოდია

სოციალური ქსელი

გია ნოდია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე იმ არგუმენტებს ასახელებს, რატომაც უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. ამასთან, ხვალ, 8 ნოემბერს, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე 15:00 საათიდან ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს. 

იტვირთბა....