ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

საფრანგეთში მღვდელზე თავდამსხმელი ქართველი აღმოჩნდა

31 ოქტომბერს, ქალაქ ლიონში სასულიერო პირზე თავდასხმაში ბრალდებული ქართველი მამაკაცი გიორგი პ. აღმოჩნდა. – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Leparisien წერს.

როგორც აღნიშნული გამოცემა იუწყება, 40 წლის მამაკაცმა სამართალდამცველებთან დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მომხდარი „მრუშობის გამო შურისძიებას“ უკავშირდება.

ამასთან, 31 ოქტომბერს მომხდარმა თავდასხმამ ფრანგულ მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. როგორც უცხოური მედია წერს, ბერძნული წარმოშობის მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაციაც კი მისცეს, თუმცა დღეს გაირკვა, რომ დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზეა ჩადენილი.

ქართველი მამაკაცი, სასულიერო პირს მის მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობაში ადანაშაულებდა. ამასთან, დაკავებული ირწმუნება, რომ მსხვერპლის მოკვლას არ აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ქალაქ ლიონში მაშინ მოხდა, როცა მღვდელი ეკლესიის კარს კეტავდა.

ცნობისთვის, დაზარალებულ მღვდელს ოპერაცია გაუკეთდა და ის კომიდან უკვე გამოვიდა.

 

იტვირთბა....