ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოცნებამ საპროტესტო აქციაზე ადამიანების მიმოსვლის შემცირება კომენდატის საათისა და ქალაქის ჩაკეტვით გადაწყვიტა” – დეკანოიძე

“ქართულმა ოცნებამ” საპროტესტო აქციაზე ადამიანების მიმოსვლის შემცირება კომენდატის საათისა და ქალაქის ჩაკეტვით გადაწყვიტა,” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

“რა თქმა უნდა “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ამ კომენდანტის საათით და ქალაქების ჩაკეტვით შეამციროს ადამიანების მიმოსვლა აქციებზე და ზუსტად, იმის მაგივრად, რომ გაყალბებული არჩევნების საჩივრები განეხილა და იმის მაგივრად, რომ ყველა სარჩელი დაეკმაყოფილებინა, იმიტომ რომ წარმოუდგენელი მასშტაბის გაყალბებაზეა საუბარი და მათ შორის მიეღო ჩვენი წინადადება ახალ არჩევნებზე და ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ამის სანაცვლოდ კომენდანტის საათი დააწესა”. – ამბობს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან 22:00 საათიდან 05:00-მდე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება იკრძალება.

ასევე,  ვეცე-პრემიერის დღევანდელი განცხადებით იზღუდება მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაც.

იტვირთბა....