ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შესაძლოა წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ გაფართოვდეს” – ამირან გამყრელიძე

“ეპიდსიტუაციის მიხედვით შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ და კიდევ გაფართოვდეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის შეჩერება შეუძლებელი ხდება.

“ეს პროცესი არ გაჩერდება, ეპიდსიტუაციის მიხედვით შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ და კიდევ გაფართოვდეს, იმიტომ რომ სხვანაირად, სამწუხაროდ, ამ პანდემიის შეკავება ვერ ხორციელდება. უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდლება, რასაც უკვე გადიან მთელი რიგი ევროპული თუ არა ევროპული ქვეყნები. უნდა შევეცადოთ საქართველო მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს პანდემიიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან 22:00 საათიდან 05:00-მდე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება იკრძალება.

ასევე,  ვეცე-პრემიერის დღევანდელი განცხადებით იზღუდება მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაც.

იტვირთბა....