საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს დიდ ქალაქებში საბავშვო ბაღები იხურება. – ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული დადგენილება ძალაში 9 ნოემბრიდან შევა.
“თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან 22:00 საათიდან 05:00-მდე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება იკრძალება.
ასევე, ვეცე-პრემიერის დღევანდელი განცხადებით იზღუდება მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაც.