ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ფარული ჩანაწერების პრობლემა ნაციმოძრაობის დროსაც იყო და ის კი არ ღმოიფხვრა, არამედ ყოველდღიურობის ნაწილი გახდა” – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკირია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერების საკითხს ეხმაურება.

როგორც ბოკერია მედიასთან საუბრისას დასძინეს, ფარული ჩანაწერების პრობლემა წინა ხელისუფლების დროსაც იყო და ის კი აღმოიფხვრა, არამედ ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

„პრობლემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა, კი არ აღმოიფხვრა, არამედ ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მათ შორის საკუთარი გუნდის შიგნით, უბინძურესი ფორმით გამოიყენება მთელი ამ წლების განმავლობაში, მთელი საზოგადოებისთვის რაღაც დამცინავი ფორმით, რაღაც უკრაინულ ვიკილიქსზე დადებით. მერე აქ პროპაგანდისტული ორგანოები ამას აიღებენ და გამოძიებაც იწყება ხოლმე. სამარცხვინო ამბავია, ეს არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, აღარასდროს უნდა განმეორდეს საქართველოში.

საუბარი რაღაც ძალადობრივ გეგმაზე იმდენად მომაბეზრებელი გახდა, დასაცინი იქნებოდა, რომ არა ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად შექმნილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ქვეყნის შიგნით. თუმცა ამ ვითარებაში ის ფაქტი, რომ პროპაგანდა ამ მეთოდს მიმართავს, ძალიან ნიშანდობლივია და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ეს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, მისი გარემოცვა და მისი პროპაგანდის ორგანოები”, – აღნიშნა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “TV იმედმა” გაავრცელა, ფარული ჩანაწერები, რომელიც გუბაზ სანიკიძეს და სალომე სამადაშვილს ეკუთვნოდა.

იტვირთბა....