“კარგი იქნება, თუ ქართული ოცნება გააცნობიერებს იმას, რომ მამაძაღლობის გათვალისწინებითაც კი ამომრჩევლის მინიმუმ 52%-მა მათ წინააღმდეგ მისცა ხმა და გონორს მოუკლოს. თუ ეს ყველა ნაცია, მაშინ ნაცებს მოუგიათ და ეგ არის…”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხთან დაკავშირებით წერს.
შეგახსენებთ, ოპოზიციური ძალაბი ცესკოს მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიცია ცესკოს თავჯდომარის, თამარ ჟვანიას გასამართლებას ითხოვს.
ამასთან, როგორც ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, ცესკოს თავჯდომარემ საპარლამენტო არჩევნების ტოტალურ გააყალბას ხელი შეუწყო და ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს.