ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანა დოლიძემ საქალაქო სასამართლოსთან შოთის პური მიიტანა

„სამართალი პურს აუცილებლად შეჭამს“ – თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ შოთის პური მიიტანა.

„მე ამათ მოვუტანე შოთის პური, როგორც სიმბოლო იმისა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემის ყველა მოსამართლემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, თამარ ჟვანია კრმინალმაც, რომ საბოლო ჯამში, სამართალი პურს აუცილებლად ჭამს. ჩვენ აქ გავასაჩვრეთ საოლქოს ყველა ოქმი და გადაწყვეტილება, იმიტომ რომ საოლქომ ვერ გაბედა და ვერ გაგვიხსნა დიდუბე-ჩუღურეთში ვერცერთი ყუთი, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ იქ იმალება ისეთი ჭუჭყი, რომელსაც შეუძლია, მთლიანად წალეკოს ეს ქვეყანა, მაგრამ ამ ბრძოლას არ მოვეშვებით“, – განაცხადა დოლიძემ.

იტვირთბა....