“დღეს 125 ავად გამხდარისგან ერთი იღუპება. რომ გადავითვალოთ, ყოველი 125-დან ერთი დაიღუპება. რამდენი 125-ით მეტიც იქნება, იმდენით მეტი დაიღუპება“.
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ,განაცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოში ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 14 525 აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 37 019. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 423-ს შეადგენს.