“ხელისუფლებას ოდნავი ჭკუა რომ ჰქონდეს, მტრებს კი არ უნდა იჩენდეს, მოკავშირეებს უნდა ეძებდეს რომ ეს პასუხისმგებლობა გადაანაწილოს და ჯოხი მარტო მათზე არ გადატყდეს. ნაცვლად ამისა, გამოჰყავთ და კობახიძეს აფრიალებენ წითელი ნაჭერივით, ახლა ეს მდინარაძე ახალი სპიკერი ჰყავთ ტექნიკური, ბრჭალებში რა თქმა უნდა, გამოჰყავთ და უკიკინებს და უკიკინებს.
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “დღის ამბბეში” განაცხადა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.
ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან მოხსნასა და მის სისხლის სამართლის დანაშაულით გასამართლებას ითხოვენ.