“თუ თითოეული ჩვენგანი არ შევიტანთ სულ პატარა წვლილს, რომ პირბადით ვივლით ყველგან და დისტანციას დავიცავთ, დამერწმუნეთ, არაფერი არ გააჩერებს კორონას. და ის ტრაგიკული შემთხვევებიც, რაც ახლა თითო-ოროლაა, სამწუხაროდ, გაცილებით მეტი იქნება, იმიტომ, რომ კორონას წინააღმდეგ არაფერი მოუგონია კაცობრიობას გარდა ნიღბისა და დისტანციისა. თუ ამას დავიცავთ, კორონა გავრცელდება, იქნება იმდენი, რომ მისი მოვლა სისტემას შეეძლება, თუ არადა, ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ,განაცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოში ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 14 525 აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 37 019. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 423-ს შეადგენს.