“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე კორონავირუსით გარდაცვლილი ცოლ-ქმარის საკითხს ეხმაურება.
“მეტრონომი” კილაძის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“არა ხალხო, ამათ მასობრივი ფსიქოზი ჭირთ. ორი დღის წინ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, ახალგაზრდა გოგონას დედ-მამა კოვიდით დაინფიცირდა და შველას ითხოვდა, რომელიმე მაინც გადამირჩინეთ, საწოლი და სასუნთქი აპარატი არააო! ქოცნახირი ჯანდაცვის კლოუნი მინისტრის მაგიერ მე და ნანუკას გვდებს ბრალს, დახმარება შეგეძლოთ და არ დაეხმარეთო! ადამიანური ტრაგედიაც კი პოლიტიზირებულია! ამის იქეთ ფსკერიც აღარაა! და ამ ნახირს ვთხოვთ, ხახვზე და კარტოფილზე არ გაყიდონ ხმა!” – წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმარის შესახებ ინფორმაცია მათმა შვილმა სოციალური გვერდის ერთ-ერთ ჯგუფში გამოაქვეყნა. როგორც კოვიდ-19 გარდაცვლილი ცოლ-ქმარის შვილი წერს, ინფიცირებული მშობლებისთვის ვერცერთ საავადმყოფოში თავისუფალი რეანიმაციული განყოფილება ვერ მოძებნა, სადაც მშობლებს გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენდნენ.
ამავე თემაზე იხილეთ: „თქვენ მომკალით, დედი, მამიი, მიკო რომ არა, თავს მოვიკლავ, მიშველეთ!… შემეშვით, მამაც აღარ მყავს!“