მთავარი ციტატა

“ოპოზიციისთვის პარლამენტში ყოფნა ბევრს ნიშნავს”- ევროპარლამენტარი მიმდინარე მოვლენებს აფასებს

“სამწუხაროდ, ბევრი რამ არის მოვლენების განვითარებაზე დამოკიდებული, მაგრამ ოპოზიციისთვის პარლამენტში ყოფნა ბევრს ნიშნავს. მათ ეძლევათ პლატფორმა საკუთარი პროგრამებისთვის. ისევ მინდა მივმართო პრეზიდენტს და მთავრობას, რომ სიტუაციის მოგვარების საუკეთესო გზა ბატონი რურუას ციხიდან გათავისუფლებაა.”

ანა ფოტიგა – ევროპარლამენტარი 

აღნიშნულით ევროპარლამენტარმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან მოხსნასა და მის სისხლის სამართლის დანაშაულით გასამართლებას ითხოვენ. 

 

იტვირთბა....