„ქართული ოცნების“ პიარტექნოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თანამშრომლის, ივანე ბურდულის გადადგომის ფაქტს ეხმაურება და თან ურთავს ფოტოს, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ქვეყნის თავდაცვის, განათლებისა და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი და ივანე ბურდული არიან აღბეჭდილი.
„ესაა ხომ ცესკოს სინდისი, შაშკინის ძმადნაფიცი ბურდული?“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, ცესკოს თანამშრომელმა, ივანე ბურდულმა თანამდებობის დატოვების შესახებ Facebook-ზე დღეს, 6 ნოემბერს, 1 საათის წინ დაწერა.
„მშვიდობით ცესკო“, – პოსტავს ბურდული და აქვე აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც ცესკო-ს ხელმძღვანელს, თამარ ჟვანიას უკვე მიმართა.