ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრეზიდენტი მოსახლეობას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები, აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, რაც მშვიდ გარემოს საჭიროებს, რათა დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა.

პარალელურად, პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, მკაცრად დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის აუცილებელი.

„ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ასევე მოგიწოდებთ, მკაცრად დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის აუცილებელი.

ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის, მათი ლიდერებისა და აქციის თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა!“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

იტვირთბა....