“ქართული ოცნება ერთის მხრივ, ცდილობს დათესოს აზრი, თითქოს, ჩვენ ვმოქმედებთ სააკაშვილის, ბოკერიასა და სხვა პარტიებთან ერთად, მეორეს მხრივ, ცდილობს, დათესოს აზრი, თითქოს, ჩვენ რუსეთის დავალებით ვაპირებთ დესტრუქციულ ქმედებებს. ამის პარალელურად, ინერგება აზრი, თითქოს ჩვენ უკანონო, ბანდიტურ მოქმედებებს ვგეგმავთ, რაც სრული აბსურდია! მორიგჯერ ვამბობ: ჩვენი პარტია ყოველთვის მარტო მოქმედებდა და დღესაც მარტოა! მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი აქცია ჩავატაროთ არა თბილისში, არამედ დავიწყოთ აქციები ქუთაისიდან. შემდეგი აქციები გაიმართება სხვა ქალაქებში და ბოლოს, ჩვენ შევიკრიბებით თბილისში! პირველი აქცია ჩატარდება ქუთაისში, 9 ნოემბერს.”
ირმა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი
ამის შესახებ ინაშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.