ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად” – იმნაძე

„ერთხელ გაზაფხულზე ვთქვი, მეორედ შემოდგომაზე და მერე ამაზე ატყდა ერთი ამბავი, მე რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე. ეს არ არის ხოლმე არავის დაშინება. ეს არის იმ სამწუხარო რეალობის ჩვენება, რაც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. თქვენ კარგად უყურებთ მედიას, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ყველაზე მაგარ ქვეყნებში, ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემით. ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა, სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ აქ თავის გერმანელი ექიმებით, ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად. ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. ეს არის რეალობა. ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს ამას.”

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იტვირთბა....