“ირაკლი კობახიძე მე-17 საუკუნეში რომ ყოფილიყო, შაჰ-აბასს გააპრავებდა, რომ უფრო ადრე უნდა გვეწამებინა ქეთევან დედოფალიო, მეტის ღირსი იყოვო. უსინდისო ვიყო, მაგის მკადრებელი თუ არ ყოფილიყო. ტიპს ნამუსი არ აქვს საერთოდ.”
ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი
“დღის ამბები”
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.