ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. როგორც პანსიონატის დირექტორი მალხაზ ბადირეიშვილი აცხადებს, ინფიცირებულია სამი ბენეფიციარი და ათი თანამშრომელი. ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, პანსიონატში რამდენიმე პირის ტესტის პასუხს ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება. პანსიონატში განმარტავენ, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, უსიმპტომო თანამშრომლისგან გავრცელდა. პანსიონატში კარანტინია და როგორც ბენეფიციარები, ასევე თანამშრომლები შენობაში ცხოვრობენ.
ხანდაზმულთა სახლში სულ 98 ბენეფიციარი ჰყავთ.