მთავარი ციტატა

“ყველაზე კარგი პასუხი ამ დაკავებებზე იქნება ის, რაც მოხდება 8 ნოემბერს”- სერგი კაპანაძე

 “ათ თუ ჰგონიათ, რომ ადამიანების დაკავებით გააჩერებენ იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც დღეს ქვეყანაში გაჩნდა გაყალბებული არჩევნების გამო, ძალიან ცდებიან. ყველაზე კარგი პასუხი ამაზე იქნება ის, რაც მოხდება 8 ნოემბერს, რამდენი ადამიანიც გამოვა კარგად დაინახავენ და ეს პროტესტი გაგრძელდება ვიდრე ბრძოლა არ დასრულდება წარმატებით და წარმატება ამ შემთხვევაში, არის არჩევნების განმეორება. ყველა სხვა შედეგი არის მიუღებელი იმიტომ, რომ რუს ოლიგარქს არ აქვს უფლება ისე დაწეროს შედეგები, რომ ეს იყოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო.”

სერგი კაპანაძე – ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებტან განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ქმედებაზე ყველაზე კარგ პასუხს 8 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე მისული მოსახლეობა გასცემს.

ცნობისთვის, ზოგიერთი უბნის საარჩევნო კომისიებში ცესკო ამომრჩევლის ხმებს ახლიდან ითვლის. შემაჯამებელი სხდომების პარალელურად კი ოპოზიციის წარმომადგენლები აქციებს მართავენ. გუშინ გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ რამდნეიმე აქტივისტიც დააკავა. 

იტვირთბა....