“მე, როგორც ექიმს, არ მესმის ქსოვილის პირბადის არსი თუ ის სპეციალურად შეკვეთით დამზადებული სამედიცინო ნიღაბი არ არის. შეგვიძლია სამედიცინო, სამშრიანი ნიღაბი გამოვახვიოთ ქსოვილში. მაგრამ მხოლოდ ქსოვილის, თუნდაც ორ ფენიანი პირბადე, არც ბაქტერიისგან გვიცავს, არც ვირუსისგან. ის მხოლოდ მტვრისგან გვიცავს. ხშირად დამინახავს გარეცხილი სამშრიანი სამედიცინო პირბადე. ის გარეცხვის შემდეგ ქაღალდივითაა და არაფრისგან არ გვიცავს. მისი შრეები და დამცავი მიკრო ბუსუსები ზიანდება. სწორედ ეს ბუსუსები აკავებს ბაქტერიას და ვირუსს.”
მაია ხორგუანი – ანტივირუსული პროდუქციის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის სამედიცინო დირექტორი
“პრაიმტაიმი”