ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გურამ ჩიხლაძე, იგივე „კვეჟოვიჩი“ დააკავეს

თურქეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გურამ ჩიხლაძე, იგივე „კვეჟოვიჩი“ და მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი დააკავეს.

მას იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობას ედავებიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ეს დაკავება უკავშირდება დანაშაულის პრევენციას, ვინაიდან თურქეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია კრიმინალურ კლანსებს შორის მოსალოდნელი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ.

ჩიხლაძე თურქეთში მიმდინარე წლის თებერვალშიც დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

მანამდე ის სასჯელს ორჯერ იხდიდა რუსეთში, საბოლოოდ კი რუსეთიდან გააძავეს და კრიმინალური „კარიერა“ სწორედ თურქეთში განაგრძო.

იტვირთბა....