ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბოლო მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი იგებს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს.

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი-214.

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა მიჩიგანის, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში ხმის დათვლის პროცესის შეჩერების მოთხოვნით სარჩელები შეიტანა, რაზეც „დემოკრატიული პარტიის“ ადვოკატმა მარკ ელიასმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელებმა“ იციან, რომ არჩევნები წააგეს.

არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა.

იტვირთბა....