„ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის სამწუხაროდ, მაჟორიტარობის კანდიდატები, ცდილობენ ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, მათივე ინიციატივით იმართება ანუ მათ გაასაჩივრეს, მოითხოვეს გარკვეული მოქმედებები საოლქო კომისიების მხრიდან, საოლქო კომისიამ მათი მოთხოვნა შეასრულა, განხილვა დაიწყო და ისინი ამ პროცესის ჩაშლას ცდილობენ. ესაა ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, რაც მათ შესაძლოა საარჩევნო პროცესში გამოამჟღავნონ, თუმცა ესაა იმ დესტრუქციის ნაწილი, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც მოგახსენეთ“.
მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი
მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს საოლქო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ