ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საარჩევნო უბანზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა – ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროექტი, “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
მედიის ცნობით, ასევე დაზიანდა „საარჩევნო“ ურნა და დოკუმენტები. თავდასხმაში დაახლოებით, 20 ადამიანი მონაწილეობდა.
ე.წ. სამართალდამცავებმა ბლოკ-პოსტი “მუსერა” გადაკეტეს, მაგრამ თავდამსხმელები გაჩერების შესახებ ბრძანებას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს.