aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხმების გადათვლა საოლქო კომისიებში საქართველოს ისტორიაში არასდროს მომხდარა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„აქციები საოლქო კომისიებთან, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხმების გადათვლა საოლქო კომისიებში საქართველოს ისტორიაში არასდროს მომხდარა.

„ამ პროცესზე დასწრების საშუალება ყველა შესაბამის სუბიექტებს აქვთ. პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. თუ სადმე რამე ხარვეზია, ეს უნდა დაზუსტდეს. რაც შეეხება იმ აქციებს, რომლებიც საოლქო კომისიების წინ ტარდება, ეს მოწმობს, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი საერთოდ არაა რაიმეს დაზუსტება. პირიქით, მათ ეშინიათ დაზუსტების, იქიდან გამომდინარე, რომ ხმების გადათვლა იმ შედეგებს დაადასტურებს, რაც საბოლოო ჯამში, ფიქსირდება ცესკო-ს მიერ – ვგულისხმობ, წინასწარ მონაცემებს ანუ გამოვა ისე, რომ რასაც ისინი აპროტესტებდნენ, იყო სრული ფარსი და რეალურად საფუძველი არ ჰქონდათ ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების გაპროტესტებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე ახორციელებენ დესტრუქციას და მიმართავენ ასეთ ქმედებებს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდა და დაზუსტებაც ამ ყველაფერს აჩვენებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს რა თქმა უნდა, უნდა მოვუწოდოთ, რომ იმოქმედონ ისე, როგორც შეშვენის პოლიტიკურ კულტურას, ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. სამწუხაროდ, ასეთ კულტურას ისინი ვერ ავლენენ. საჭიროა, რომ მათ დამოკიდებულება შეიცვალონ პოლიტიკის მიმართ და საკუთარი ქცევის მიმართ პირველ რიგში“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....