ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაქვს გარკვეული ინფორმაცია…” – გამყრელიძე კლინიკებსა და მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს გრიპზე აცრის დროს თანხას სთხოვენ, რაც გამყრელიძის თქმით, დაუშვებელია. ასევე, NCDC-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აცრის პროცესს, როგორც ვაქცინას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ რისკჯგუფებში შემავალი ადამიანების გრიპზე აცრე უკვე დაიწყო.

“მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულებები სთხოვენ ჩვენს მოქალაქეებს ფორმის გახსნაში, ექიმის კონსულტაციაში. ეს ყველაფერი საყოველთაო ჯანდაცვით ან შესაბამისი სადაზღვევო პროგრამებით ფინანსდება. დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოსხთოვოს მოქალაქეს თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში” — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

იტვირთბა....