ანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 6 წლის ზემოთ ბავშვებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა.
„ბავშვებისთვის პირბადის ტარება 6 წლის ზემოთ არის სავალდებულო. კანონის დარღვევის შემთხევაში ჯარიმდება ბავშვის მშობელი, ან მეურვე, ვინც ბავშვზეა პასუხისმგებელი“, – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა და სანქციის დარღვევაზე პირი 20 ლარის ოდენობით ჯარიმდება.