ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ტრამპს ერთხელ არ უხსენებია მოსკოვისგან ოკუპირებულ-დაგლეჯილი საქართველო” – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის შესახებ წერს:

„როგორც ადრეც განვაცხადე პრეზიდენტ ტრამპის გადარჩევა ორგანულად აუცილებელია ამერიკისა და მსოფლიო პოლიტიკისათვის. პიროვნულად ქარიზმატული ტრამპი ოლიგარქიის წარმომადგენელია, შესაბამისად ის უყურებს კაცობრიობას როგორც ბიზნეს-კორპორაციას, ხოლო მისი საქმიანი კავშირები რუსეთთან მას ფაქტიურად აქცევს კაგებეშნიკ პუტინის გეოპოლიტიკურ ლობისტად.

აღნიშნული დიდი საფრთხეა არა მარტო მთელი დედამიწის უშიშროების არამედ საქართველოს მომავლისათვის, რადგან სწორედ მოსკოვის ამერიკული ლობისტების მეშვეობით ბიძინა ივანიშვილი პერიოდულად ნახულობს მხარდამჭერებს ტრამპის უახლოეს გარემოცვაში თუნდაც ბიზნესმენი სიძის კუშნერის სახით, რათა გააგრძელოს თამაში იმ თოჯინათი რასაც საქართველო ქვია. ტრამპს ერთხელ არ უხსენებია მოსკოვისგან ოკუპირებულ-დაგლეჯილი საქართველო. ამდენად გამარჯვებას ვუსურვებ ბაიდენს. ოლიგარქია პოლიტიკიდან სამუდამოდ უნდა განიდევნოს ამერიკაშიც და სოლოლაკშიც. მერე გვექნება უსაფრთხო მომავალი ყველას“ – წერს შალვა ნათელაშვილი.

ცნობისათვის, 3 ნოემბერს აშშ-ში საპრეიზდენტო არჩევნები გაიმართა.

იტვირთბა....