ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქართველი „კანონიერი ქურდი“, რომელსაც „მაღალოთი“ იცნობენ, უკრაინაში დააკავეს

უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტი ინფორმაციით, კიევის გარეუბანში მდებარე აგარაკზე უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქართველი „კანონიერი ქურდი“ რევაზ ქათამაძე დააკავეს. მათივე ცნობით, 46 წლის ქათამაძეს კრმინალურ წრეებში „მაღალოს“ მეტსახელით იცნობენ. ის წარმოშობით ზესტაფონელი გახლავთ და „კანონიერ ქურდად“ 2000 წელს, 21 წლის ასაკში „მონათლეს“.

„რევაზ ქათამაძე უკრაინაში მოქალაქეობას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ მოთხოვნაზე უარი ეთქვა, შეეცადა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნას და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას“ – იტყობინება უკრაინის პოლიცია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქათამაძე უკრაინაში 2012 წელსაც დააკავეს და ბიზნესმენის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმის გამო 6 წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. მაშინ „მაღალომ“ თავდასხმის შედეგად 150 ათასი დოლარი გაიტაცა. ამჟამად ის, უცხო ქვეყნის და მოქალაქეობის არმქონე პირთა იზოლატორშია გადაყვანილი. მიმდინარეობს პროცედურები ქათამაძის უკრაინიდან გაძევებასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....