aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“2020 წელია და სირცხვილია ვიღაც უწიგნურმა კრიმინალებმა რომ უნდა მოგვპარონ არჩევნები” – კახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” წევრი, ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ციფრულ ეპოქაში არჩევნების საუკუნეების მოდელით ჩატარება უნდა დასრულდეს.

მისივე თქმით, არჩევანი ელექტრონულად უნდა გაკეთდეს.

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს წინა საუკუნეების მოდელით არჩევნების ჩატარება ციფრულ ეპოქაში.
იუსტიციის სახლებში დგას ფოტოკაბინები, სადაც ფარდას გადაწევ და თაჩსქრინზე ოპერაციით გადიხარ მარტივ პროცედურას. ფოტო გადაღებულია, 3 წუთში ამთავრებ.
უმარტივესად არის შესაძლებელი, დაიდგას ასეთი საარჩევნო კაბინები, სადაც მოქალაქე შევა, შეუშვებს პირადობის მოწმობას, სახის ამომცნობი გადაამოწმებს, რომ ნამდვილად ეს ადამიანია, გამოვა ეკრანზე კანდიდატების სია, დააჭერს ნომერზე, მისცემს საბოლოო თანხმობას და ხმაც მიცემულია.
8 საათზე პირდაპირ გავიგებთ, თუ ვის რამდენი დეპუტატი ჰყავს პარლამენტსა თუ საკრებულოში.
ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი, სადაც შეირჩევა გამოცდილი დასავლური კომპანია, რომელიც დადგამს ასეთ კაბინებს, შესაბამის პროგრამას დააყენებს, გაივლის ექსპერტიზას, რომ ფარულობა გარანტირებულია და ყველა პარტია ვენდობით.
აღარ დაგვჭირდება არც ჟვანიასნაირი აფერისტები, არც კომისიის წევრები, დამკვირვებლები და ეს ამხელა იდიოტური ბიუროკრატია.
რაღაც პრობლემები იქნება, ვიღაც ვერ შეავსებს, ვიღაც იტყვის, რო გვჩიპავენ და ა.შ. მაგრამ ეგ უნდა გადავიტანოთ. 2020 წელია და სირცხვილია ვიღაც უწიგნურმა კრიმინალებმა რომ უნდა მოგვპარონ არჩევნები.
ათიათასობით დოლარის გადარიცხვა შეიძლება მობილური აპლიკაციით და ხმის მისაცემად ბაღის შენობაში რიგში ვდგებით, მთავრობის შნირი კრიმინალების კორიდორში გავდივართ, ფრჩხილზე რაღაცას ვისხურებთ და რაღაც სრულ ფარსში, ტრაგიკომედიაში ვმონაწილეობთ.
უკვე 30 წელია არჩევნები სხვადასხვა დოზით ყალბდება ჩვენ ქვეყანაში, სადღაც ხომ უნდა დავუსვათ ამას წერტილი? როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერს ვაკეთებთ, როგორც ბანკომატიდან ფულის გამოტანა ვისწავლეთ, როგორც იუსტიციის სახლში პირადობის ფოტოს გადაღება დავამუღამეთ და ფეისბუქის მოხმარება – ისე უნდა ვისწავლოთ არჩევანის ელექტრონულად გაკეთებაც”, – წერს კახიძე.

იტვირთბა....