ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 102 წლის კოვიდინფიცირებული მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 102 წლის მოხუცი მკურნალობს, რომელიც ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ თქვა, მოხუცის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კლინიკაში კოვიდინფიცირებული 1 და 2 თვის ჩვილებიც მკურნალობენ.

“ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 76 პაციენტი, მათ შორის ათ პაციენტს ახალი დაწყებული აქვს მკურნალობა. ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყფოებიან. თერთმეტი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების – საშუალო” – თქვა მაღლაფერიძემ.

 

იტვირთბა....