ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

არიან თუ არა დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები, უცნობია

არიან თუ არა გარდაცვლილთა ან დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს.

„საგანგებო მდგომარეობა გრძელდება. არიან თუ არა დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები, ამის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირება.

აეროპორტები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. გაძლიერებულია კონტროლი საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთისას ორივე მიმართულებით.“- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

13 ნოემბრის ტერაქტებს 150 -ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. CNN -ის ინფორმაციით პარიზში საჯარო დაწესებულებები დახურულია და  შეიარაღებული ძალებია მობილიზებული.

იტვირთბა....