“ოპოზიცია პრინციპში თამაშობს „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთას და ეს მათთვის წამგებიანია. ოპოზიციის დიდი ნაწილი იძულებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა ითამაშოს . მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პირველ რიგში, ელისაშვილის პარტიას, „ლელოს“ და ზოგიერთ სხვას. ოპოზიცია თუ გარეთ დარჩება, 4 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობა იქნება და დანარჩენი ოპოზიციის დაქსაქსვის პროცესი დაიწყება. “
მამუკა არეშიძე – ანალიტიკოსი
“პრაიმტაიმი”
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.