საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 4 ნოემბრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში უმნიშვნელოდ გგაუფასურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.2988 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2438 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ასევე, შედარებით გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 3.8586 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7761 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 ნოემბრისთვის ამოქმედდება.