ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“სააკაშვილს მელიასი ეშინია” – გახდება თუ არა ნიკა მელია ექსპრეზიდენტის “ალტერნატივა”

პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში გამოითქვა მოსაზრება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივაა. 2 ნოემბერს “მთავარი არხის” გადაცემაში ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძის დაპირისპირებაც სწორედ ამის გამოძახილია, – ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკა მელიას გუბაზ სანიკიძე “მიუქსია,” რადგან სააკაშვილს მელიასი, როგორც პოლიტიკური ფიგურის, ეშინია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამ მოსაზრებას არ იზიარებს და “მეტრონომთან” აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წონის 10%-ც კი არ აქვს ნიკა მელიას. თუმცა, მომავალში რა მოხდება, ამის თქმა ანალიტიკოსს უჭირს.

“ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, სააკაშვილის გავლენის და სიდიდის არ არის ოპოზიციაში არ არსებობს. ნიკა მელია შეიძლება პოპულარულია, თუმცა, ის რომ, მისი გავლენა სააკაშვილის გავლენის, თუნდაც 10% იყოს, არ მგონია” – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

საერთაშორისო ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ დღეს ოპოზიციაში სააკაშვილის ალტერნავიტა არ არსებობს, რადგან ექსპრეზიდენტს “ნაციონალურ მოძრაობაში” ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” სააკაშვილის ალტერნატივა ვერ იქნება ვერავინ. ამით ყველაფერი ნათქვამია. რაც არ უნდა ძლიერი ფიგურა გამოჩნდეს, მელია იქნება თუ ვაშაძე, სააკაშვილს თავისი რეიტინგი აქვს, რომელიც არის “ნაციონალური მოძრაბის” ნახევარზე მეტი” – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ “მეტრონომთან.”

ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში 2 ნოემბერს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

თამარ შუკვანი

იტვირთბა....