“რაოდენ გაუჭირდა ქართულ ოცნებას, რომ უკვე არჩევნების ტოტალურ გაყალბებას მიმართა, საუბარია ათიათასობით ხმაზე. ეს გააკეთა კობახიძემ, რომელსაც ჩააბარა. აქ ყველა შუაშია და ყველა პასუხისმგებელია.”
ირმა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი
“დღის ამბები”
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.